სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დაცულ მონაცემებზე წვდომის გზით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ან რეგისტრაციის მსურველი ოჯახებისათვის სარეიტინგო ქულის დათვლის პროცედურის განხორციელებისას ოჯახების დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების იდენტიფიცირება.

მემორანდუმი „მინდობით აღზრდის ანაზღაურების“ მიმღებ ბენეფიციართა, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ბაზებში დაცული ინფორმაციის უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გაუმჯობესებს.

„მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა ბაზების კიდევ უფრო დახვეწასა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის“,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, აღნიშნული მემურანდუმის ფარგლებში სააგენტოებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება.

„დოკუმენტი არსებულ ბაზებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწოთ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგახარია – „ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე