სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას და აცხადებენ, რომ 17 იანვირდან მაინც გაიფიციებიან.

“არ ვეთანხმებით დამსაქმებლის შემოთავაზებას და ვაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის. სამინისტროს ახლანდელი შემოთავაზება არის ნოემბერში გაკეთებული შემოთავაზების გაუარესებული ვერსია და ეს ჩვენთვის მიუღებელია. დამატებით კომენტარებს 17 იანვარს, დღისით, გაფიცვის პირველ დღეს, გავაკეთებთ!

ამასთანავე, არაკეთილსინდისიერია სააგენტოს მხრიდან იმის გავრცელება, რომ თითქოს ამ შემოთავაზებას მშრომელები დათანხმდნენ. მოლაპარაკებები არის ორმხრივი და ამას ერთი მხარე მეორის დაუკითხავად ვერ გადაწყვეტს!”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარტვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ვერ ირჩევს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია