(video) სოციალური დახმარება პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა, როგორც მეცხრე ბლოკი ხან ითიშება ხან ირთვება – სანდრა რულოვსი

sandraნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, სანდრა რულოვსი, ამბობს, რომ სოციალური დახმარებები პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა, რომლითაც ხელისუფლება მანიპულირებს. რულოვსი ამბობს, რომ განახევრებულია სოციალური დახმარება, ხოლო ადამიანთა დიდ რაოდენობას დახმარება საერთოდ მოუხსნეს, ხშირად პოლიტიკური ნიშნით.

“მე ვფიქრობ, რომ სოციალური დახმარება კი არ გაომაგრდა განახევრდა. როგორც მეცხრე ბლოკი ხან ითიშება ხან ირთვება, პოლიტიკური ნიშნით მოხდა სოციალურად დაუცველებისთვის დახმარების მოხსნა. ახლა საარჩევნო პერიოდია და ისვ უნიშნავენ, როცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინსტუმენტი გახდა. ჩემ შეხვედრებზე მოსულ ხალხს შეიძლება ეს დახმარება მოუხსნან, ასეთ ვითარებაში ვართ დღეს. თვითმიზანი კი არ არის სოცდახმარება, ჩვენ გვინდა რომ ნამდვილად დასაქმება იყოს პირველ რიგში თვითონ ააწყობენ ცხოვრებას. სად აპირებდით დასაქმებას ადამიანების არაშენებულ ქარხნებში? “- განაცხადა სანდრა რულოვსმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრისას.

 

https://youtu.be/WXwmO5Y4ors

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: 1800 ლარს ვიღებ ხელფასს ხელზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიამოსკოვში უკრაინული ორგანიზაციის ლიდერი მოკლეს