საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირებას განაგრძობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 576 902 ადამიანი იღებდა, რაც წინა თვესთან შედარებით 7 235-ით, ხოლო გასული წლის ივლისთან შედარებით (707 817 ადამიანი) 130 915-ით ნაკლებია.
კლების ტენდენცია მიმდინარე წლის იანვრიდან (710 226 მიმღები) ყოველთვიურად ფიქსირდება.
სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმება და კრიტერიუმების გამკაცრება მთავრობამ წლის დასაწყისში დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებებისა და ახალი ფინანსური ზღვარის დაწესების მიზანია, დახმარება მხოლოდ მათ მიიღონ, ვისაც ეს რეალურად ეკუთვნის.















