სოციალურად დაუცველი ოჯახი თბილისის მერს დახმარებას სთხოვს

ღია წერილი ბატონ კახი კალაძეს,

ბატონო კახი, მიმართვა ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში, იმისთვის, რომ 2018 წლის 31 ივლისს, მერიის ფოიეში ცხელი ხაზის ყურმილი მეჭირა და სასოწარკვეთილი გავკიოდი, ამიშვით ქონების მართვის სააგენტოში-თქო. მეგონა,რომ ფართის დაკანონება თქვენი მიზეზით შეფერხდა, რადგან 6 თვის მანძილზე გაიწელა. არ გეგონოთ, რომ 6 თვე ვერ მოვითმინე, არა!!!
2012 წელს, როგორც ერთგული თანამებრძოლი და უბინაო, პარლამენტის დეპუტატის შუამდგომლობით დავიკავეთ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ნარკომანების, ალკოჰოლიკების და ნაგვის ბუდედ ქცეული ფართი 48 კვ.მ. (ს/კ 01.19.39.012.003.01.513) მისამართზე: ვარკეთილი 3, მესამე „ა“ მიკრო რაიონი, კორპუსი 337, სადარბაზო 2, პირველი სართული, სადაც შევსახლდით მე, მეუღლე და ჩვენი ორი შვილი.
მეგობრების ძალისხმევით მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები შევქმენით. ფართს არ ჰქონდა არც კარი და არც ფანჯრები, მოვაწესრიგეთ როგორც შეგვეძლო და დავიწყე ზრუნვა, რომ როგორმე ფართი დამეკანონებინა. სამწუხაროდ ძალიან გაჭიანურდა პროცედურა, რათქმა უნდა, ჩავთვალე რომ ამაში სახელმწიფო იყო დამნაშავე. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და ეს ბოდიში დამჭირდა იმიტომ, რომ როგორც გავარკვიე, სახელმწიფო კი არ ყოფილა დაკანონების გაჭიანურების მიზეზი, არამედ ვიღაც თაღლითი, რომლის დედაც 90-იან წლებში ყოფილა სახლმმართველი და უამრავი ფართი “დაუთრევია” ბრძანებებით და დადგებილებებით, ვითომ საცხოვრებლად. არადა, ერთი წუთითაც არ შემოუხედია მიტაცებულ ფართში.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ადმინისტრაციული განხილვა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში და ყველაზე ცუდი სცენარი, რომ განვითარდეს ჩათვალეთ, რომ ჩემი დასასრულიც დადგება.

დარწმინებული ვარ სახელმწიფოს არ გაამარჯვებინებს თაღლითს, უამრავი ქონების პატრონს და სოციალურად დაუცველ ოჯახს ღია ცის ქვეშ არ დატოვებს, მაგრამ ჩვენი ოჯახი ვერ ერევა იმ დიდ ბოროტებას, რის წინაშეც ვდგავართ. ძალიან გთხოვთ აიყვანოთ კონტროლზე ჩვენი საქმე, ჩვენ არ ვითხოვთ უსამართლო სამართალს, ჩვენ თავს ვიცავთ და სხვა გზა ვერ მოვიფიქრეთ ოჯახის გადასარჩენად, გარდა ამ ღია წერილისა.

პატივისცემით: ირმა ბეჟაშვილი (პ/ნ 40001031899 ტ. 5 55 425 485 ) 02.08.2018 წ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: სერ დიტრიხ ესტეტიკ სამხარაძე არ ეშვება ანარქიას!!!
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის გუბერნატორის ვინაობა ცნობილია!