სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას„კარფურიც“ შეუერთდა

მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას„კარფურიც“ შეუერთდასოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად პროდუქტებისშეძენა მოქალაქეებს ჰიპერმარკეტ „კარფურშიც“ შეეძლებათ. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მიმდინარეკამპანიას, „აგროჰაბთან“ და „გუდვილთან“ ერთად, კარფურიც შეუერთდა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „კარფურში“ შეიძინონპროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ დარაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, სოციალურად დაუცველხანდაზმულებს დაურიგებენ.

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილიაელოშვილთან ერთად, „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეპროექტს, რომელიც ხანდაზმული მოხუცების დახმარებას გულისხმობს. შეიქმნასპეციალური პლატფორმა. ინტერესი გამოხატა „აგროჰაბმა“, „გუდვილმა“ დადღეს უკვე „კარფურმა“. აქ მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც წარმოდგენილიასხვადასხვა ტიპის პროდუქტები. მოქალაქეები, რომლთაც ამის სურვილი აქვთ,ყიდულობენ პროდუქტების შესაბამის ჩამონათვალს, რომელიც შემდეგ გადაეცემაიმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა დამხარდაჭერა.

დიდი მადლობა „კარფურს“, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა,ასევე, ყველაზე მთავარი მადლობა იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც მართლაცზრუნავენ იმაზე, რომ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკის ჯგუფშიიმყოფება“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად,შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია დაორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე,ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიისფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა დაპირველადი მოხმარების საგნები.აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების დარაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიებაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

banner
წინა სტატიაშიშეეწირება თუ არა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს სამასწლოვანი მაგნოლიის ხე
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება