ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახები მომავალი წლიდან ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, რაც დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება.
„ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის, რაც რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რათა შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის კრიტერიუმები და მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას.
კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება. არსებობს ფორმულა, რომლითაც ხდება დაანგარიშება. ვცდილობთ, ეს ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს. არ იყოს დამოკიდებული სუბიექტურ ფაქტორსა და შეფასებაზე. ასეთია მეთოდოლოგია დღეს, თუმცა განახლება სჭირდება, რათა დროის ადეკვატური იყოს.
ვმუშაობთ და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით“,- განაცხადა მინისტრმა.

















