ტელეკომპანია Univision Noticias-მა გუშინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მექსიკელი ნარკობარონის ჰოაკინ გუსმანის, რომლიც ცნობილია როგორც ელ ჩაპო, დაკავების კადრებია აღბეჭდილი.
ვიდეოში ნაჩვენებია შენობის, სადაც ნარკობარონი იმყოფება, შტურმით აღება და სროლები.
გუსმანი მექსიკაში 8 იანვარს დაიჭირეს. გასული წლის ზაფხულში ის ციხიდან გვირაბით გაიქცა, რომელიც სპეციალურად მისთვის გაიყვანეს. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მისი კვალის დადგენა მსახიობ შონ პენის მეშვეობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც ნარკობარონისგან ჟურნალ Rolling Stone-სთვის საიდუმლო ინტერვიუ აიღო.
https://youtu.be/vPhFWHJsgkc