29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს

სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძის შეურაცხყოფისთვის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებულის ანი ნასყიდაშვილის ნათესავი 3 000 ლარით დააჯარიმეს.

 “დათვალიერდა როგორც კონკრეტული პოსტი, რომელზეც უთითებდა ქალბატონი ეკა, ასევე მის ქვეშ განთავსებული კომენტარები. ერთ – ერთი კომენტარის ავტორი იყო ქალბატონი მაკა ბახტაძე. პოსტი თავისი შინაარსით იყო შეურაცხმყოფელი, რის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. სასამართლომ პირი სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ქალბატონი მაკა მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ ინანიებდა და სასამართლო სხდომაზეც აგრძელებდა ქალბატონი ეკას და მისი გარდაცვლილი შვილის შეურაცხყოფას”,_ თქვა შსს-ს იურისტმა.

 გიგა ავალიანის საქმეზე ანი ნასყიდაშვილს 5 წლითა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლომ ის 2 ივნისს

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნო.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელი ორმაგი სტანდარტების შესახებ ვატიკანის კრიტიკას არ ეთანხმება
შემდეგი სტატია“გახარია საქართველოსთვის” პროკურატურას პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს