Social Impact Award – პროგრამის გახსნა

Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Awar-ი. პროგრამის გახსნა ფაბრიკაში გაიმართა.
Social Impact Award-ი (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება.
პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს 10-თვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების 2-თვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
Social Impact Award-ის პარტნიორია საქართველოს ბანკი. თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება.
2018 წელს პროგრამა ფართოვდება. ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი).
Impact Hub Tbilisi-მ მოიპოვა SIA-ს საერთაშორისო სამიტის მასპინზლობის ლიცენზია, რომელიც გაიმართება 2018 წლის ნოემბერში. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეყნის გამარჯვებული გუნდი, რაც ნიშნავს 200-მდე ახალგაზრდა მეწარმეს მსოფლიოს ქვეყნებიდან.
Impact Hub Tbilisi-მ საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურ სოციაურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP-ი.
პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.
პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.

“წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც, ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს ქვეყნებიდან. ეს ღონისძიება იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით”, – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

“საქართველოს ბანკი მეორე წელია, მხარს უჭერს პროგრამა Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის შესახებ როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე შედეგზე ორიენტრიებული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს SIA-სთან თანამშრომლობა წარმატებული იყო, რადგან პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განიხილეს. საქართველოს ბანკმა 3 გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადასცა, გრანტის სახით. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია, თავად მუშაობს სწორედ სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე და ჯამში 2 წლის განმავლობაში 10 პროექტი დააფინანსა, სოციალური მეწარმეობის კუთხით”, – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაციით 220 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
შემდეგი სტატიამოქალაქემ შენდობის მიზნით გორის ეკლესიაში ხელყუმბარა დატოვა