სოჭში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა

სოჭში, ადლერის რაიონში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. სახლის მცხოვრებთაგან არავინ დაშავებულა.

ვერტმფრენში მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სოჭში ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდნენ.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. ამ დროისთვის საგამოძიებო კომიტეტში ავიაკატასტროფის ორ ვერსიას განიხილავენ. ესენია მფრინავის შეცდომა და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა

79070540

banner
წინა სტატიაშითბილისში OECD-ის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია გაიხსნა
შემდეგი სტატიადანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ონის იუსტიციის სახლში დაიწყო