SOCAR Georgia Gas აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

კომპანია “SOCAR Georgia Gas” მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოსთვის აზერბაიჯანის მხრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
SOCAR Georgia Gas აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თიამერი” უცვლელად გთავაზობთ:
“SOCAR Georgia Gas აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ენერგეტიკის სფეროში მრავალი წლის წინ დაწყებული სტრატეგიული თანამშრომლობა გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც გაზმომარაგების კუთხით სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები ადასტურებს.
SOCAR Georgia Gas თხოვნით მიმართავს მედიასაშუალებებს გადამოწმების გარეშე აღნიშნული ტიპის ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რადგან არასწორად გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს.
19 ივლისს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით შესაძლოა საქართველოს აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს