SOCAR Gas-ი პირველი მარტიდან კომერციულ აბონენტებს გაზს 10,5%-ით გაუძვირებს

SOCAR Energy ჯორჯიას გენერალური დირექტორი

SOCAR Georgia Gas-ი პირველი მარტიდან საქართველოს კომერციულ აბონენტებს გაზს 10,5%-ით გაუძვირებს. კომპანია საქართველოში ბუნებრივი გაზის ძირითადი მიმწოდებელია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, “ფასის კორექტირება დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია” – აზერბაიჯანული მედია წერს.

2018 წელს აზერბაიჯანმა საქართველოს 2,208 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიაწოდა, რაც 22,8%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს. 2019 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან 2 მილიარდ 591,5 მილიონი კუბომეტრი გაზის იმპორტირებას აპირებს – წერია კომპანიის რელიზში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა მინისტრებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შემდეგი სტატიაძიუდოისტებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი დასრულდა – სპორტსმენები პატრიარქმა შეარიგა