სნუპ დოგი საკუთარი წარმოების მარიხუანის გაყიდვას იწყებს…

ცნობილი ამერიკელი რეპერი სნუპ დოგი  კომპანიას აარსებს, რომელიც ოფიციალურად აწარმოებს და გაყიდის მარიხუანას, დარეგისტრირებული ბრენდის Leafs By Snoop-ის სახელწოდებით…

,,ეს პირველი დიდ სავაჭრო მარკაა მარიხუანის… და მე ვამაყოფ იმით, რომ ამ საქმეში პირველი ვარ,, განაცხადა რეპერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სნუპ დოგის კომპანია კოლორადოს შტატში იქნება ბაზირებული, სადაც 2012 წლიდან მარიხუანას მოხმარება ,,სამედიცინო და განტვირთვის მიზნით,, ლეგალიზებულია. აღსანიშნავია, რომ მარიხუანა აშში, კოლორადოს გარდა კიდევ 22 შტატშია ლეგალიზებული.

,,კომპანია Leafs by Snoop არის საუკეთესო საშუალება გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და საუკეთესო ხარისხის კანაფისი, რომლის წარმოდგენაც კი შეგიძლიათ,, აცხადებს კომპანიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ამერიკელი მუსიკოსი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა უკრაინელი ოლიგარქების წარმომადგენელთა შორის დავით ჟვანიაც დაასახელა (VIDEO)
შემდეგი სტატიაგომბორის უღელტეხილზე თოვს- გზაზე მცირე შეზღუდვები დაწესდა