SNGP-ის თურქი მრჩეველი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მრჩეველი მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა.

ლელა ჩიქოვანმა მაიორ ტოლგა კიპს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის თურქი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თებერვლიდან ასრულებდა. მას მისი კოლეგა მაიორი იბრაჰიმ პოლატი შეცვლის.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიახმაური სასამართლოში – “ქართული მარშის” წევრები პატრულის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ