სმოლენსკის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცარევიჩმა განაცხადა, რომ 2010 წლის ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთია – Polskie Radio ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა განცხადება გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კომენტარის შემდეგ გააკეთა, რომლის დროსაც პუტინმა თქვა, რომ 2010 წლის სმოლენსკის ავოაკატასტროფაში რუსეთის მონაწილეობა არის სრული სისულელე, მისივე თქმით, თვითმფრინავი რომ აფეთქებულიყო, მასში ასაფეთქებელ ნივთიერებას ვარშავაში ჩადებდნენ და არა მოსკოვში.
პოლონელი მინისტრის თქმით, თვითმფრინავი Ту-154, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის მთავრობა სრულად იმყოფებოდა, კატასტროფაში მას შემდეგ მოყვა, რაც ჰაერში ორჯერ აფეთქდა.
“იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც პასუხისმგებელია სმოლენსკის კატასტროფაზე, მსგავსი სიტყვები ნამდვილად შოკისმომგვრელია” – განაცხადა ანტონი მაცარევიჩმა, რომლის თქმითაც დროა პუტინმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს.

banner
წინა სტატიაშინატო რუსეთის მიერ ატომური რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაკავკასიელები სააკაშვილის მხარდამხარ…