სმო­ლენ­ს­კის ტრა­გე­დი­ი­დან ექვსი წე­ლი გა­ვი­და

სმო­ლენ­ს­კის ტრა­გე­დი­ი­დან  ექვსი წე­ლი გა­ვი­და.

katastrofa_smolensk პოლონეთის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ავიაკასტროფის მიზეზი მფრინავების შეცდომა არ ყოფილა. მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ რუსული და პოლონური მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებს დროს მნიშვნელოვანი ფაქტები დამალეს.

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან განიცადა კატასტროფა. პოლონეთის დელეგაცია კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დასაწრებად მიემგზავრებოდა.

თვითმფრინავში მყოფი 96 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის შსს-ის ავიაკატასტროფების გამოძიების სახელმწიფო ავიაციის კომისიამ  ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზად ეკიპაჟის შეცდომა დაასახელა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ყველა სისტემა კატასტროფამდე ნორმალურად მუშაობდა

 

banner
წინა სტატიაში“თოლიას” ფირმის მიერ წარმოებულ ნაყინში საკერავი ნემსი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაცნობილი მუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა