სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დღეს პირველად შეხვდება

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს სახაზინო ადვოკატი დღეს პირველად შეხვდება.

უფლებადამცველ ალუდა ბუჩუკურს საქმის მასალები გუშინ გადაეცა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა დაცვის რა სტრატეგია იქნება არჩეული.

დღესვე გლდანის ციხეში მოთავსებულ 19 წლის მწყემსს გამომძიებლები გამოკითხავენ.

პროცესი სამხარაულის ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის გასაჯაროების შემდეგ პირველად ტარდება.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფეები არ შეხვდებიან – ადვოკატის ვარაუდით შეხვედრა კონკრეტულმა პირებმა ჩაშალეს
შემდეგი სტატიაპოლიციელს, რომელმაც დაკავებისას 22 წლის ახალგაზრდას თავში ესროლა ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ