სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებული მწყემსის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – სხდომა დახურული იქნება.

მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ აუცილებელია პროცესები საჯარო იყოს, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ბრალდებულის უდანაშაულობა. 14 მსაჯული ბრალდებულსა და პროკურორს უახლოეს დღეებში მოუსმენს.

„გაუშვან ღიად და საჯაროდ, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. სად ჰყავდათ 24 საათი გუდაურში რომ დაკითხეს. თუ კობაური დამნაშავე არის და ეს მკვლელობა მისი ჩადენილია, რატომ არ დაიმალებოდა, მით უმეტეს, შეეძლო გადასვლა ახალგორში,“- ამბობს კობაურის დედა.

სასტიკი მკვლელობა 7 ივლისს მოხდა, ხადას ხეობაში, სადაც რაიან, ლორა და კაელი სმიტების ცხედრები ნახეს. მათი მკვლელობის ბრალდებით კი 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაურია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის უსაფრთხოება და ოკუპირებული რეგიონები – ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრა შედგება
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა იწყება