სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიატრიული დასკვნა ადვოკატს დღეს გადაეცემა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატის, ლექსო კობაიძის განცხადებით, კობაურის ფსიქიატრიული დასკვნა დღეს გადაეცემა.

ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფება, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნას გადასცემენ.

ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნა ყველაფერს ნათელს მოჰფენს და საზოგადოება დარწმუნდება, რომ მწყემსი ფსიქიკურად გაწონასწორებული და ჯანმრთელია.

„მალხაზ კობაურს მკვლელობა არ ჩაუდენია. სიმართლე სულ მალე გაირკვევა“,-აცხადებს ლექსო კობაიძე.

banner
წინა სტატიაშიავლაბრის სასახლეში შესვლა იქნება მამხილებელი ნიშანი იმის, ეშინია თუ არა ახალ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის რისხვის
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა