სმიტების ოჯახის მკვლელობა – სასამართლოს გადაწყვეტილებას მალხაზ კობაურის ადვოკატები გაასაჩივრებენ

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოიყენებენ.

დეტალებზე საუბარს ადვოკატები დღევანდელ ბრიფინგზე აპირებენ. მათი მტკიცებით, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი სმიტების მკვლელობის საქმეზე ვარაუდების საფუძველზე გამოიტანეს და შესაბამისად ის უკანონო იყო. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენს კი უვადო პატიმრობის შესახებ ადვოკატები ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებენ.

„გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც უამრავია საქმეში. კონკრეტულად გავასაჩივრებთ, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე არ იყო სამართლიანი სასმართლოს პრინციპი, არ იქნა შეჯიბრებითობა დაცული მხარეებს შორის სათანადოდ, გავასაჩივრებთ ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევას, რაც მალხაზ კობაურის სასამართლოზე განხორციელდა,“-აცხადებს მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში აფხაზეთის დე-ფაქტო ელჩი ნიკარაგუის ელჩს შეხვდა. მათ დანიელ ორტეგას ვიზიტზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაTBC ბანკთან დაკავშირებით ყველა საკითხი ამოწურულია – ვახტანგ ბუცხრიკიძე