სმიტების ოჯახის მკვლელობა – მსჯავრდებული მწყემსის საქმე სტრასბურგში მიდის

“კობაური საქართველოს წინააღმდეგ” – სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებული მწემსის საქმე დღეს სტრასბურში მიდის. მანამდე კი მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საზოგადოებას პროცედურულ დეტალებს გააცნობს.

ადვოკატის თქმით, მსჯავრდებული მისთვის გაგზავნილი რაიან სმიტის დედის წერილის დაბრუნებასაც ითხოვს, რომელიც მალხაზ კობაურს პენიტენციალურმა სამსახურმა არ გადასცა.

გარდა ამისა, უფლებადამცველი კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ითხოვს.

“სამწუხაროდ ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ ჩვენ გავასაჩივრებთ და საქმეს დაერქმევა “კობაური საქართველოს წინააღმდეგ“. ასევე ის ითხოვს იმ წერილს, რომელიც ლინ სმიტმა გამოაგზავნა. მას ეს წერილი მხოლოდ წაუკითხეს და არ მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინა,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა სხდომას გამართავს