სლოვენიაში ნატოს სწავლებისას ვეტმფრენი ელექტროხაზებს გამოედო და აფეთქდა

სლოვენიაში ვეტმფრენი Eurocopter Tiger ქალაქ ბრესტანიცაში ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო -ამის შესახებ ინფორმაცია სლოვენიის შეიარაღებული ძალების გვერდზეა გამოქვეყნებული. ინციდენტი 20 მაისს მოხდა ნატოს სამხედრო სწავლებისას, რომელსაც “ადრიატიკული დარტყმა” ქვია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ეკიპაჟი ავარიულად დაეშვა.

წინასწარი მონაცემებით, ვეტმფრენი სერენო-ბრესტანიცას ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო. მის აღსადგენად საავარიო სამსახურები მუშაობდნენ.
სწავლება “ადრიატიკული დარტყმა-2021” სლოვენიაში 17-დან 22 მაისამდე გრძელდება. მასში ნატოს 22 წევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისოფიკო ჭიაურელს 84 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატია“ფაიზერის” ვაქცინა ეფექტურია ინდური შტამის წინააღმდეგ