სლოვენიაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა

სლოვენიაში მსუბუქი, ექვსმეტრიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელზეც მგზავრები იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 ადამიანი – Reuters-ი წერს.
“კატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან. პოლიციამ გამოძიება დაიწყო” – განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა, დეიან ბოჟიკმა. მისი თქმით, გარდაცვლილთა ამოცნობის პროცედურა ჯერ არ ჩატარებულა.
თვითმფრინავი აშშ-ში იყო დარეგისტრირებული და ვენეცია-ლაიპციგის მარშრუტზე მოძრაობდა.

banner
წინა სტატიაშიესპანეთის პოლიციამ 5 ტონა ჰაშიში ამოიღო
შემდეგი სტატია,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები – ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ