სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს

სლოვენიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის ხელმძღვანელობით, მემარცხენე ცენტრისტულ მთავრობას მხარი დაუჭირა.

90-მანდატიანი პარლამენტიდან, ახალ მთავრობას ნდობა 53-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია რობერტ გოლობის პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, სოციალ-დემოკრატებისა“ და მემარცხენეებისგან, რომლებმაც კოალიციური უმრავლესობა გასულ თვეს გამართული არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბეს.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არაფერში სჭირდება