სლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა

სლოვენიის ხელისუფლებამ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც გუშინ ჩატარდა, ქვეყანაში კოვიდ-19-ის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. უკანასკნელი 24 საათის მანძილზე ჩატარებულმა ტესტებმა, ვირუსის მხოლოდ 112 შემთხვევა გამოავლინეს. 40 პაციენტი ინტენსიური თერაპიის კაბინეტებშია გადაყვანილი. გარდაიცვალა ორი პაციენტი.

სლოვენიის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება მოქალაქეების მიერ შეზღუდვების დაცვის გამო გახდა შესაძლებელი. ამავე დროს, გრძელდება ვაქცინაცია და რამდენიმე შემზღუდავი ზომა ძალაში რჩება.

“ეს ურთულესი 18 თვე იყო. ეპიდემიამ უამრავი სირთულეები მოგვიტანა. ყველაფერი ჩვენი თანამშრომლობითა და სოლიდარობის შედეგად გადავიტანეთ, მაგრამ ჩვენ ჯერაც არ ვართ ფინიშის ხაზთან” – ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ფრანკ ვინდიშარმა თქვა და მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძება მალე ჩაიტარონ ვაქცინაცია.
სლოვენიაში პირველი დოზა ვაქცინა თითქმის 800 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. 551 ათასმა კი – ორივე დოზა. მიმდინარე მომენტში ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ნებისმიერი მსურველი დააკმაყოფილონ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა
შემდეგი სტატიაისრაელმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელა