ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სლოვენიაში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა.
სლოვენიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმების 99,89%-ი უკვე დათვლილია და აქედან პაჰორმა ხმების 52,94%-ი მიიღო. არაოფიციალური მონაცემებით მეორე კანდიდატმა ქალაქ, კამნიკის მერმა, მარიან შარეცმა კი ხმების 47,06% მიიღო. სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,74% შეადგინა. საარჩევნო კომისიის მიერე არაოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, პაჰორმა დედაქალაქ, ლუბლიანაში სიტყვით გამოვიდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
სლოვენიაში, პრეზიდენტს მოსახლეობა ხუთი წლის ვადით ირჩევს.