სლოვაკეთში ჟურნალისტების მკვლელობის გამო მინისტრები მიდიან

სლოვაკური მედიის ცნობით, ცნობილი ჟურნალისტების, იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის გამო, ჯერ ქვეყნის კულტურის მინისტრის მარეკ მადარიჩი, ხოლო დღეს კი – ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინიაკი გადაგა.
კალინიაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით თანამდებობებს ტოვებს.
სლოვაკეთში 25 თებერვალს ჟურნალისტ კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის დაღუპვის შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი საპროტესტო აქციები ტარდება მრავალ ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ ბრატისლავაში. ხალხის რეაქციის პასუხად, მთავრობამ ერთი მილიონი ევროს ჯილდო გამოაცხადა, რომელიც გადაეცემა იმ პირებს, რომელთა ინფორმაციაც გამოძიებას ჟურნალისტების მკვლელის პოვნაში დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი რუსეთს სერიოზული პრობლემებით ემუქრება
შემდეგი სტატიასლოვაკეთის პრემიერის ასისტენტი, რომელიც იტალიურ მაფიასთან და ჟურნალისტის მკვლელობასთან არის კავშირში