სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პოსტისთვის, მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იბრძვიან.

საარჩევნო უბნები ქვეყანაში 07:00 საათზე გაიხსნა და ხალხს არჩევანის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნება.

მედიის ცნობით, პირველი ტურის შემდეგ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ივან კორჩოკის წარმატება, რადგან გამოკითხვებით ის მანამდე არ ლიდერობდა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კი, პიტერ პელეგრინი ლიდერობს.

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს – ლანდსბერგისი “რუსულ კანონზე”
შემდეგი სტატია“ოცნება” კვლავ ცდილობს ძირი გამოუთხაროს კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას – ამერიკის პენცენტრი