სლოვაკეთმა რუსეთს უკან მიყიდა “სპუტნიკ V”

სლოვაკეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთს 160 ათასი ვაქცინა “სპუტნიკ V” მიყიდა, რომელიც მათ გაზაფხულზე იყიდეს.
ვაქცინის გაყიდვის შესახებ კონტრაქტი ცენტრალურმა რეესტრმა გამოაქვეყნა. “ვაქცინა უკვე სლოვაკეთის საზღვრებს მიღმაა” – სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ახლა სლოვაკეთს მხოლოდ 10 500 “სპუტნიკ V”-ი აქვს, მათთვის, ვინც მეორე დოზა უნდა გაიკეთოს, ან ელოდება პირველ დოზას. “სპუტნიკ V” სულ 8 ათასმა ადამიანამ გაიკეთა – ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ზუზანა ელიაშოვამ განაცხადა.

“სპუტნიკ V”-ზე დარეგისტრირება მხოლოდ 30 ივნისამდე იყო შესაძლებელი, ივლისიდან ვაქცინაციის მომხრეებს მხოლოდ “ფაიზერის”, “მოდერნას” ან “ჯონსონ და ჯონსონის” გაკეთება შეუძლიათ.

ვაქცინა რუსულმა მხარემ შეისყიდა ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე და მასში იმდენივე გადაიხადა, რამდენადაც შეისყიდა სლოვაკეთმა.

გასულ კვირას სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორმა პატარა პარტიამ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის ყიდვის გამო კოალიციას დატოვებს. პრემიერი იგორ მატოვიჩი გადადგა, მისი ადგილი ედუარდ გეგერმა გაიკავა. მატოვიჩი მთავრობაში ფინანსთა მინისტროის პოსტზე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიმოგზაური-ბლოგერების გამო ბავარიაში ხუთი წლით აკრძალეს ჩანჩქერთან მისვლა
შემდეგი სტატიახანძარი რუსთავში