სლოვაკეთის საარეო საქმეთა მინისტრის იურაი ბლანარის განცხადებით, ევროკავშირმა და პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა. აღნიშნული განცხადება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას გააკეთა.
“ეუთო-მ მცირე დარღვევები დააფიქსირა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს. ეს დიალოგისთვის პოზიტიური არ არის. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია იყო. არჩევნები როდესაც მოვიგეთ, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული იმ მიზეზით, რომ არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად. ევროკავშირში დაისვა საკითხი, რომ სანქციები დაგვეწესებინა საქართველოსთვის. მე საკითხი წამოვჭერი, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიმეღო, მაგრამ არ მიმიღია. შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც საქართველოს წარმომადგენლები არ დაპატიჟეს. აშშ-ში მთავრობა რომ არ შეცვლილიყო და ტრამპის ხელისუფლება არ მოსულიყო, უკრაინაში მშვიდობაზე საუბარი არც კი იქნებოდა დაწყებული. ჩვენც მოვითხოვეთ, რომ სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნონ თავიანთი შემოსავლები, ისე როგორც მთავრობის წევრები აქვეყნებენ. რატომ არ უნდა გამოაქვეყნონ არასამთავრობოებმა? გავმართოთ ამაზე დისკუსია, დიალოგი და ერთმანეთს დავუსვათ შეკითხვები. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საგარეო ჩარევის გარეშე, თვითონ გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა – ცუდი. ჩვენთანაც იყო მსგავსი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის მხრიდან, შემდეგ გავმართეთ კომუნიკაცია და ყველა საკითხი გავარკვიეთ. მთავარია დიალოგის გამართვა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვის სურვილს”,_ განაცხადა იურაი ბლანარმა.
გარდა ამისა, ბლანარმა განაცხადა:
_ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში. მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ, მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია.














