სლოვაკეთის პრემიერის ასისტენტი, რომელიც იტალიურ მაფიასთან და ჟურნალისტის მკვლელობასთან არის კავშირში

შს მინისტრის გადაყენება სავარაუდოდ, ვერ შეაჩერებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც, ექსპერტების თქმით, სლოვაკეთის სახელმწიფოს არსებობის 25 წლის ისტორიის მანძილზე, პირველი მსხვილი კრიზისია. სამოქალაქო უკმაყოფილება გამოიწვია 26 თებერვალს ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი მეგობარი გოგოს მარტინა კუსნიროვას მკვლელობამ, რომლის შემდეგადაც, არ წყდება ქვეყანაში დემონსტრაციები ლოზუნგით “წესიერი სლოვაკეთისთვის”, დემონსტრანტები, ასევე, მთავრობის გადაყენებას ითხოვენ.

მთავრობა, მაქსიმალურად ცდილობს გადადგომას თავი აარიდოს, ამიტომ დღეს, 12 მარტს შს მინისტრი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. “შსს-ს ხელმძღვანელის ამოცანაა მკვლელობის გამოძიება, მაგრამ მე პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამით ქვეყნის სტაბილიზაციის საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო” – განაცხადა უკვე ყოფილმა შს მინისტრმა რობერტ კალინიაკმა. ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინსიტრი დიდი ხანია ქვეყანაში ყველაზე სადავო პოლიტიკოსი იყო. მას ბრალს სდებენ იმაში, რომ წლების წინ მან მარიხუანას მეწარმე-ბიზნესმენ ლადისლავ ბასტერნიაგს გადასახადების დამალვაში დაეხმარა, რომლის კომპანიიდან, ის, ასევე წილებს იღებდა. კალინიაკი, ასევე, დაკავშირებულია სლოვაკ ოლიგარქთან მარიან კონჩერთან, რომელიც, ჟურნალისტისა და მისი საცოლის მკვლელობის საქმეში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო, რადგანაც, გასულ წელს კონჩერი კუციაკს საჯაროდ დაემუქრა.

“უკანასკნელ დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ სლოვაკეთის ხელისუფლება იტალიურ მაფიასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე საკუთარ ხალხთან, ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს” – ამბობს გაზეთ DennikN-ის რედაქტორი მატუშ კოსტოლნი. გასულ კვირას გამოცემამ ერთ უჩვეულო საქმეზე დაწერა – პრემიერ ფუცოს უჩვეულო დიპლომატიურ ქცევებზე, რომელშიც ასისტენტი მარია ტროსკოვა ფიგურირებს, ეს უკანასკნელი ამ დროისათვის, გამოცემის აზრით, მკვლელობის ცენტრალური ფიგურაა.

ტროსკოვა 31 წლისაა, ის ადრე ფოტომოდელი იყო და ქვედა საცვლებს უკეთებდა რეკლამირებას, მოგვიანებით ფოტომოდელი იტალიურ მაფიოზურ დაჯგუფებას “ნდრაჰგეტას” და მის ხელმძღვანელს ანტონიო ფადალის შეეკრა, რომელიც როგორც ბიზნესმენი ცხოვრობს სლოვაკეთში – ეს უკანასკნელი ეჭვმიტანილია ჟურნალისტის მკვლელობაში. ტროსკოვა 2015 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ფიცოს მრჩევლად და ასისტენტად მუშაობს, ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის კანცელარია მისი კონკრეტულ ფუნქციების დასახელებაზე თავს იკავებს.
ტროსკოვა ფიცოს მაღალი დონის წვეულებებზე თან დაყვებოდა, მათ შორის, ანგელა მერკელთან და დონალდ ტუსკთან შეხვედრებში. რედაქტორის აზრით, ეს მიზეზი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ფუცოს მთავრობა გადადგეს.

26 თებერვალს ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მარტინა კუსნიროვა ჟურნალისტის სახლში იპოვეს მოკლულები. სავარაუდოდ, საქმე ჟურნალისტის გამოძიებასთან არის კავშირში – კუციაკი იტალიური მაფიის კლანების საქმეს იძიებდა სლოვაკეთში.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთში ჟურნალისტების მკვლელობის გამო მინისტრები მიდიან
შემდეგი სტატიადუტერტემ გაეროს კომისრებს ბ***ს შვილები უწოდა და ნიანგებით დაემუქრა