სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე ომს „გაყინული კონფლიქტი“ უწოდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინაში მიმდინარე ომს „გაყინული კონფლიქტი“ უწოდა. აღნიშნული განცხადება რობერტ ფიცომ ჩეხეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „გაყინულია“, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ეფექტი არ აქვს. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ საუბრისას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა