სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო ითხოვს, რომ 6 მარტს ევროკავშირის სამიტმა გადაწყვიტოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სამიტის შეთახმებების დაბლოკვით იმუქრება,-ამის შესახებ ფიცომ ფეისბუქზე დაწერა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს უკრაინას “არც ფინანსურად და არც სამხედრო გზით ომის გასაგრძელებლად” და რომ კიევი “არასდროს იქნება საკმარისად ძლიერი სამხედრო პოზიციიდან მოლაპარაკებისთვის”.
მან ასევე წამოაყენა მოთხოვნები 6 მარტს ევროკავშირის სამიტის ფორმულირებისთვის – კერძოდ, მიუთითოს “დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის” აუცილებლობაზე (მიუხედავად იმისა, როდის იქნება მიღწეული საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება)”.


















