სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის სამხედრო დამხარებას

სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დამხარებას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ის საარჩევნო კამპანიის დროსაც საუბრობდა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სლოვაკურ გამოცემა Aktuality-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ასეთი განცხადება რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრების წინაშე გააკეთა.

„უმჯობესია, ათი წლის განმავლობაში აწარმოონ მოლაპარაკებების მშვიდობის შესახებ, ვიდრე ათი წელი ხოცონ ერთმანეთი უშედეგოდ“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაში„მაუწყებლობის შესახებ“ პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა, იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა