სლოვაკეთის სამთავრობო პარტიამ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას ითვალისწინებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებს სოციალურ პლატფორმებზე ახალი ანგარიშების შექმნა ოფიციალურად აეკრძალებათ.
ამასთან, საკანონმდებლო ცვლილება უშუალოდ სოციალური ქსელების კომპანიებსაც დააკისრებს ვალდებულებას — პლატფორმებს მოეთხოვებათ, დანერგონ მექანიზმები, რომლებიც ახალი მომხმარებლებისგან ასაკის სავალდებულო დადასტურებას მოითხოვს.
















