საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუსოვსკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, — აცხადებს მატუშ ბუსოვსკი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
















