სლოვაკეთის დელეგაცია 9 მაისისთვის მოსკოვში საქართველოს გავლით ჩადის

მედია Denník N-ის ინფორმაციით, საიტზე AirNav.Radar გამოქვეყნდა მარშრუტი, რომლითაც სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო და სხვა პოლიტიკოსები 9 მაისისთვის მოსკოვში ჩავლენ. მათი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცესაც გადაკვეთს.

AirNav-ის ვებგვერდის მონაცემებით, სლოვაკეთის სამთავრობო სპეციალური რეისი ბრატისლავიდან, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:00 საათზე გაფრინდება და რუსეთის დედაქალაქში უნგრეთის, რუმინეთის, შავი ზღვის, საქართველოსა და შემდეგ დაღესტნის გავლით ჩაფრინდება.

თვითმფრინავი რუსეთში პირდაპირი რეისით ვერ ჩადის, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 7 მაისს ფიცოს მოსკოვში გამგზავრებისთვის თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

ამიტომ, არსებული აერონავიგაციის მარშრუტის მიხედვით, რეისი რუსეთში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზას იყენებს, რაც საქართველოს გავლასაც მოიცავს.

banner
წინა სტატიაშიმას არ სურდა, შვილი პრეზიდენტი გამხდარიყო – რა ვიცით ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაელი დედის შესახებ
შემდეგი სტატიაზელენსკი: უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით