სლოვაკეთის ავტობაზარი დასავლეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაშავებული მანქანების ქვეყანაში შეყვანას ვარაუდობს

სლოვაკეთის ავტობაზარი შეშფოთებულია იმით, რომ გერმანიიდან, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან ავტოდილერები, რომელთაც ყოველწლიურად ათასობით მანქანა შეყავთ ქვეყანაში გასაყიდად, წყალდიდობის შედეგად დაშავებულ მანქანებსაც სლოვაკეთსა და ჩეხეთში გაყიდიან.

წყალდიდობის შემდეგ შესაძლებელია, რომ დაშავებული რაიონების დილერებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩენონ დატბორილი მანქანების თავიდან მოსაშორებლად.
“ჩვენი გამოცდილებით, დატბორილი მანქანები უკვე გამოჩნდნენ სხვადასხვა გამყიდველებთან” – სააგენტო TASR-ის დირექტორმა პეტრ ვენეჩეკმა თქვა, რომელიც ვებ-გვერდ AAA Auto-ს ავტოსალონებს ხელმძღვანელობს.

“მას შემდეგ, რაც ავტომობილი დაიტბორა, მთელი ელექტროსისტემაა გამოსაცვლელი, რაც ზედმეტ ხარჯებს ნიშნავს, ასობით, ზოგ შემთხვევაში, ათასობით ევროსაც. ამიტომ დატბორილი მანქანები ადგილზე პრაქტიკულად ვერ გაიყიდება და შესაძლებელია, ის ექსპორტზე ჩეხეთში ან სლოვაკეთში გააგზავნონ” – განაცხადა პეტრ ვენეჩეკმა.

გასულ კვირას დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა სავარაუდოდ, 4-5 მილიარდი ევრო შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება
შემდეგი სტატია30 ივლისიდან საქართველო შედის „წითელი“ ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება