30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

“სლოვაკეთი უკრაინის სამხედრო ხარჯებს არ გადაიხდის, მესამე მსოფლიო ომი შეიძლება დაიწყოს”- რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების გაწევის გეგმას ეწინააღმდეგება. სლოვაკური მედიის ცნობით, ფიცო მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები „მესამე მსოფლიო ომის“ საფრთხეს ზრდის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ნატო-ს ანკარას სამიტზე (7-8 ივლისს) იქნება განხილული. ფიცო გეგმავს, რომ თავდაცვის მინისტრ რობერტ კანილაკთან ერთად გამართოს შეხვედრები, რათა სლოვაკეთის დელეგაცია სამიტზე უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო სესხებსა თუ ფინანსურ შენატანებში მონაწილეობის მანდატის გარეშე გაემგზავროს. ამასთან, მან დასძინა, რომ სხვა ქვეყნებს ვერ შეუძლია ხელი შეუშალოს, ვისაც „ომისთვის მომზადება სურს“.

„იცით რა შეიძლება მოხდეს? რომელიმე დრონი შემოფრინდება, ნებსით თუ უნებლიეთ, საცხოვრებელ სახლს დაეცემა, იქნებიან დაღუპულები და დაშავებულები და ჩვენს დღის წესრიგში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი აღმოჩნდეს. ამიტომ, სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არანაირი მხარდაჭერა ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს“, — განაცხადა რობერტ ფიცომ.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუმცა უსიამოვნო იყო”- არჩილ გორდულაძე და ლევან მაჭავარიანი პარლამენტში ჩხუბის გამო ბოდიშს იხდიან
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილი: ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე არჩევანია, თუმცა ბრიუსელის იზოლაციის პოლიტიკა უსამართლოა