სლოვაკ მოტომბრბოლელს რალიზე მეხმა დაარტყა

სლოვაკ მოტომბრბოლელს ივან იაკეშს, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე რალი-მარათონში “დაკარი” მონაწილეობდა, რალის დროს მეხმა დაარტყა – სლოვაკური მედია წერს.
ინცდენტი რალის მესამე ეტაპზე მოხდა ქალაქ სან-სალვადორ-დე-ჟუჟუში. მედია აღნიშნავს, რომ სპორტსმენმა ცალი ფეხის მიწაზე დადგმა მოასწრო, რომლის წყალობითან ელექტრონულმა ნაკადმა მასში გაიარა და სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლო.
სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და რალიში მონაწილეობის გაგრძელებას გეგმავს.

მიმდინარე წელს “დაკარი” 2-დან 14 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს პარაგვაიში, არგენტინასა და ბოლივიაში.

banner
წინა სტატიაშისიზმარში ნანახი ციფრების კომბინაციამ კანადელს 4 მილიონი მოაგებინა
შემდეგი სტატიამინსკში ყაზახეთის საელჩოს ბუღალტერმა 700 ათასი დოლარი მოიპარა