სლოტ კლუბის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ქალაქ ნინოწმინდას თავისუფლების ქუჩაზე განთავსებულ სლოტ კლუბ ,,ვულკანი”-ს ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებულ თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მის დიაგნოზს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : ვანო მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა