სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა

ქალაქ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელში ქალაქის ადმინისტრაცია წერს.

„წინასწარი მონაცემებით, ქალაქის დღევანდელი მასიური დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა შვიდი. დარტყმების შედეგად ცენტრალურ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაზარალდა ქალაქის ცენტრალური უბანი, მიკრორაიონი „ვარშავა“, სევერნი, სლავკურორტი. ზარალის ოდენობა დგინდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილვოვის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა აკრძალა
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე „მოქალაქეები“ და „გირჩი“ არ მიიწვიეს