“ერთერთი სლაიდი ქართული ოცნების ბოლო შიდა კვლევიდან.
ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია ქართულ ოცნებას. ახლა მთავარი ამბავია, გადაუწყვეტელი 30% როგორ განაწილდება. ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს. სრულიად გასაგებია მათი მხრიდან.
ახლა ოპოზიციის იმ ნაწილს მინდა ვუთხრა, ვინც ალიანსს ურტყამს განუწყვეტლივ; ასევე იმ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სოცქსელებში თუ კრიტიკულ მედიაში, ვინც ყოველ ნაბიჯზე ოპოზიცია რომ არ ახსენოს ნეგატიურად, არ შეუძლია:
მეგობრებო და “დაუძინებელო მეგობრებო”, თქვენი ქმედებებით (ჩემთვის აუხსნელი, ბევრისთვის კი – საეჭვო) ამ გაუნაწილებელ 30%ს ან სახლში დატოვებთ, ან ქოცებისკენ გაუშვებთ.
საქართველოს პატრიოტებს მინდა მივმართო: არ აყვეთ! 26 მაისს 19:00 საათზე გამოდით რუსთაველზე. ურწმუნო თომების და “უჩემოდ ვით იმღერეთა” ეგოცენტრიკების გარეშეც შევცვლით.
ps თბილისის ციფრებს შეხედეთ: 19% ქოცები ვს 62% ოპოზიცია.















