26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

Sky News: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა

Sky News-ის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 1719 ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 5034 ადამიანს აღწევს, ხოლო 15866 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცი პოლონეთში ტბაში დაიხრჩო
შემდეგი სტატიაექიმი გიორგი ჩახუნაშვილი: ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ნებისყოფას, გამძლეობას და მხნეობას