Sky News: უკრაინამ სამხედრო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიაზე პირველი იერიში მიიტანა

გამოცემა Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე იერიშის მისატანად პირველად გამოიყენა საბრძოლო თვითმფრინავები. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას უკრაინულმა სამხედრო წყარომ დაუდასტურა.

წყაროს თქმით, დღეს, 9 ივნისს, უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მიმდებარედ “რუსული სარდლობის საკვანძო წერტილს” დაარტყა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, იერიშის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მან დაადასტურა, რომ დარტყმა პირდაპირი იყო.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ტიპის საბრძოლო მასალით მიიტანა უკრაინამ იერიში და ასევე დადასტურებული არ არის, გამოიყენა თუ არა უკრაინამ დასავლური შეიარაღება.

ბოლო პერიოდში აშშ-მ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ უფლება, მათი შეიარაღებით რუსეთის შიგნით სამხედრო სამიზნეებს დაარტყან. ახალი პოლიტიკით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული საბრძოლო მასალების გამოყენების ნება დართო, რათა უკრაინამ ქალაქ ხარკოვის დაცვა შეძლოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: “ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო
შემდეგი სტატიაეს კანონი ახალგაზრდებს ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოზე ის ზეწოლა ვერ განხორციელდება – მაჭარაშვილი