ბრიტანელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტმა პროფესორმა მაიკლ კლარკმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის დე ფაქტო დაყოფა. მისი თქმით, კიევი იძულებულია მიიღოს მაქსიმალური სარგებელი იმ სიტუაციიდან, როდესაც ქვეყნის მომავალი შესაძლოა სხვამ გადაწყვიტოს, მისი ჩართულობის გარეშე.
ექსპერტი იუწყება, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ზარი ხვალ არის დაგეგმილი და უკრაინული მხარე შიშობს, რომ მათ მზა გადაწყვეტილებას წარუდგენენ – შეთანხმებას, რომელშიც მათ სათქმელი არ ექნებათ.
„თუ უკრაინა უარს იტყვის პირობებზე, აშშ დაუყოვნებლივ გამოდის პროცესიდან და კიევისთვის სიტუაცია საგრძნობლად გართულდება“, – განაცხადა კლარკმა.
“ეს არის დიპლომატიური დაყოფის კლასიკური მაგალითი. მოვლენები აშკარად ამ მიმართულებით მიდის”, – განმარტავს ბრიტანელი ანალიტიკოსი.