20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

Sky News: ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს და სრუტეების ბლოკირებით იმუქრება

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო იერიშების საპასუხოდ, ოფიციალური თეირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოველგვარ კომუნიკაციას აჩერებს. ინფორმაციას ტელეკომპანია Sky News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, თეირანის მომლაპარაკებელთა ჯგუფი შუამავლების მეშვეობით აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლის პროცესს სრულად წყვეტს.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, კომუნიკაციის გაწყვეტასთან ერთად, ირანი და მისი მოკავშირე ე.წ. „წინააღმდეგობის ფრონტი“ რეგიონში რადიკალურ ნაბიჯებს აანონსებენ. კერძოდ, ირანული მხარე აცხადებს, რომ მსოფლიო ნავთობტრანზიტისა და ვაჭრობისთვის ორ უმნიშვნელოვანეს წერტილს — ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს „სრულად დაკეტავს“.

მოვლენების მკვეთრი ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე მასშტაბური დარტყმების ბრძანება გასცა.

banner
წინა სტატიაშიბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ