15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

Sky News: ირანულმა კატარღებმა ჰორმუზის სრუტეში სულ მცირე ორ სავაჭრო გემს ცეცხლი გაუხსნეს

Sky News-ის ინფორმაციით, ირანულმა კატარღებმა ჰორმუზის სრუტეში სულ მცირე ორ სავაჭრო გემს ცეცხლი გაუხსნეს.

საზღვაო წყაროზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, რომ სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა სრუტე ხელახლა ჩაკეტა, გემებმა კი იქ გავლა სცადეს.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახური (UKMTO) იტყობინება, რომ დააფიქსირა ინციდენტი სრუტის მახლობლად, ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ მის გემს ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კატარღები მიუახლოვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი და მისი ეკიპაჟი უსაფრთხოდ არიან.

ირანმა გუშინ გახსნილი ჰორმუზის სრუტე დღეს ისევ ჩაკეტა და მიზეზად აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას დაასახელა

ირანის ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის X-ზე ამის შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ ირანის საზღვაო ფლოტი მზადაა მტრებს „ახალი მწარე მარცხი“ მიაყენოს

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებმა ანექსირებულ ყირიმში კომპლექსური ოპერაცია ჩაატარეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ბიძინას 26 მაისი საერთოდ არ ემარტივება. ამის ინდიკატორი ალტერნატიული ე.წ. რბილი პლატფორმების გამოგორება და შეთავაზებაა