18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

Sky News: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უარი თქვა

ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უარი თქვა,_ ამის შესახებ  ინფორმაციას Sky News ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მიზეზი “ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლილება და მიმდინარე საზღვაო ბლოკადაა”. პარალელურად, დღეს ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ – Tasnim გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის გაგზავნის გადაწყვეტილება არ მიუღია.

ორშაბათს ისლამაბადში აშშ-ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა. Iran International-ის ინფორმაციით, თეთრი სახლიდან განუცხადეს, რომ ირანთან მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: “ოპოზიციის ალიანსს” 10-დან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: აშშ და ისრაელი მიზნებს ერთად მიაღწევენ